The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ გიორგაძე

ტარიელ გიორგაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1937  (88 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (აკ. ხორავას ჯგუფი) 1968 წელს.

1965 წელიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია, სადაც 100 - ზე მეტი როლი განასახიერა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რკინიკვნეტია (ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია"), მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მეფე (შილერის "ორლეანელი ქალწული"), ბატონი ვანდაანი (გუდრიჩის, ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), მგელი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), ყადირი (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!"), მენატურე (ი. სამსონაძის "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე"), ვასკოვი (ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარი იცის") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: