შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ლილუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუაგორა, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1949 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970–1993წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამოქალაქო სამართლის განყოფილების გამგე; 1993–1994წწ. სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1995–2007წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996–1998წწ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი; 1998–2007წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეცნიერ-კონსულტანტი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის, აგრეთვე სამართლის რეფორმის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. იურისტი (სამოქალაქო საპროცესო სამართალი). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.375 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |