The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი (არქიმანდრიტი)

ალექსი
ოფიციალური სახელი:ალექსი მირცხულავა
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1962  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი. 

დაამთავრა სენაკის სასულიერო სასწავლებელი 1899 წელს.

1893-1910 წლებში იყო ხობის მონასტერში, 1912-1917 წლებში ხობის მონასტრის ბერ-მონაზონი, 1917-1938 წლებში ხობის მონასტრის იღუმენი, 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ხობის მონასტერის წინამძღვარი. ბოლშევიკებმა ფიზიკური შეურაცხყოფით მონასტრიდან გააძევეს ბოლო წინამძღვარი, არქიმანდრიტი ალექსი მირცხულავა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში წირვა-ლოცვა აუკრძალეს, იგი ფარულად ასრულებდა საეკლესიო წესებს და სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია მონასტრის შემოგარენი, დაუღალავად იღვწოდა მის გადასარჩენად. დადიოდა ხალხში, ქადაგებდა, ჰქონდა ურთიერთობა ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელ აკაკი ჭანტურიასთან. შემორჩენილია მამა ალექსის წერილები მისდამი, რომლებშიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ ტაძრის გასაღები მას ჰქონდეს და სხვას არ გადასცეს, თორემ რაც არის დარჩენილი, ისიც განადგურდება. მამა ალექსი გარდაიცვალა 1962 წელს და დაკრძალულია მონასტრის სამრეკლოში. მისი მოღვაწეობა ამ მონასტერში ერთგვარი გმირობაა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა აქაურთა გულსა და გონებაში. ხობის მონასტრის ბოლო არქიმანდრიტი. 

წყარო: გული ქრისტესთვის განმზადებული / შემდგ.-გამომც. დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. თბ., 2007; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge


გააზიარე: