შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალიკო ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ზუგდიდის რაიონი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. 2007 წელს სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომის საომარ მოქმედებებში. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცხინვალში შეიჭრა და მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პირველად, 2010 წელს მიიღო მონაწილეობა "ISAF"-ის სამშვიდობო მისიაში ავღანეთში. მან რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა შეიარაღებული თალიბების თავდასხმისგან და ტერორისტები გაანადგურა, რისთვისაც ამერიკული სამხედრო სარდლობისგან სიგელი და მადლობის წერილი დაიმსახურა. 2011 წელს მეორედ ასრულებდა სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში. ვალიკო ბერაია და მისი ორი ქართველი თანამებრძოლი საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მსროლელი, დაჯილდოებული იყო საბრძოლო მედლებითა და ორდენით. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები.-თბ.,2018.- გვ.208-209 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |