The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი ჩუბინიძე

დომენტი ჩუბინიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის კვალიფიკაციით 2022 წელს.

2000-2001წწ. - გაზეთი "არგო", მთავარი რედაქტორი; 2015-2016წწ. - გაზეთი "ასავალ-დასავალი", რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2019-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. მისი კვლევის სფერო მოიცავს უახლეს ისტორიაში საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობის საკვანძო საკითხებს. სამეცნიერო ინტერესები: პოლიტოლოგია, გლობალური პოლიტიკა, საერთაშორისო ტერორიზმი. მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული ხელისუფლების საქმიანობა, მისი დამსახურებები, შეცდომები და იმ მიზეზების დადგენა, რომელმაც მაშინდელი ხელისუფლების დამხობა გამოიწვია. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებშიმუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: