The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ლოლაძე

დაბადების თარიღი:5 მაისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 2006  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, სატელევიზიო სახე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით 1950 წელს.

ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას "საქართველოს დამოუკიდებლობა", რისთვისაც 1939 წელს მე-9 კლასის მოსწავლე დააპატიმრეს. 1950–1955წწ. მუშაობდა რესპუბლიკის მეთოდ-კაბინეტში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდისტად; 1955–1960წწ. ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში – თეატრალური განყოფილების გამგედ; 1960–1963წწ. კულტურის სამინისტროში უფროს ინსპექტორად; 1963–1965წწ. იყო თოჯინების ქართული, 1965–1967წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის, 1967–1969წწ. რუსთავის, 1969–1980წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული, 1980–1983წწ. მარჯანიშვილის, 1983–85წწ. მუსიკალური კომედიის, 1986–1989წწ. გრიბოედოვის თეატრების დირექტორი. ავტორია ნაშრომებისა: "სერგეი მესხის ცხოვრება და თეატრალური მოღვაწეობა" (შ. სალუქვაძესთან ერთად), "დავით რონდელი", "ლეო ესაკია", "არჩილ გომიაშვილი", "ვასილ პიპინაშვილი". მას ეკუთვნის არაერთი პიესის თარგმანი. რადიოსა და ტელევიზიაში მიჰყავდა გადაცემები ქართული სცენის ოსტატებზე (გ. შავგულიძე, შ. ღამბაშიძე, გ. კუპრაშვილი და სხვ.). თეატრალური მოღვაწე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.410

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: