შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზანავი, ბორჯომის რაიონი. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხისა და მართვის აუდიტის სპეციალობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. 2009 წელს უნივერსიტეტში აკადემიური შვებულების აღების შემდეგ სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. ავღანეთში პირველი სამშვიდობო მისიით 2010 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. სპეციალური სამხედრო მომზადების შემდეგ გამომთვლელის სპეციალობას დაეუფლა, რომელიც მათემატიკის კარგ ცოდნასა და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვდა. ის ასეულში საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. ISAF- ის მეორე მისიის შესრულების დროს, ჰელმანდის პროვინციაში, 2012 წლის 19 დეკემბერს თალიბმა ტერორისტებმა გიორგი კიკაძე ტყვედ აიყვანეს და 25 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს. სერჟანტი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.342-343
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |