შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ლომთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. 1942–1946წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო სახელოსნო "ქუთპროექტის" მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1946–1961წწ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორი; 1983–1987წწ. "ქუთქალაქპროექტის" დირექტორი; 1947 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ქუთაისის ფილიალში, ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში სამშენებლო ფაკულტეტზე; 1949–1951წწ. ქუთაისში შესრულებული ნამუშევრები: ცენტრალური და რკინიგზის სადგურის მოედნების რეკონსტრუქცია (100-საფეხურიანი კიბე; 1950–1951); კინოთეატრი "გამარჯვება" (1951); ქალაქის ცენტრალური სტადიონი (1948–1952); ქარხანა "მაღაროელის" საცხოვრებელი სახლები (1949–1955) და კლუბი (1957), ქუთაისის გენგეგმა (1956, თანაავტ. არქიტ. ა. ნიკოლაიშვილი); საცხოვრებელი სახლები გორის ქუჩაზე (1954–1959) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.415-416 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |