The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ლომინაძე

თამაზ ლომინაძე
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1958 წელს.

1959–1981წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. 1981 წელს აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგედ (2010 წლიდან – სრული პროფესორი). არის იურული ასაკის ფაუნისა და სტრატიგრაფიის აღიარებული მკვლევარი. კავკასიის იურულ ნალექებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ფაუნის შესწავლის საფუძველზე დაადგინა საერთაშორისო სტრატიგრაფიული სქემის შუა და გვიანიურული ბიოსტრატონების არსებობა რეგიონში, დააზუსტა მათი საზღვრები, მოცულობა და შეადგინა ახალი დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების უნიფიცირებული სქემები, რომლებიც შეუპირისპირა როგორც მომიჯნავე, ისე ევროპის ცალკეული რეგიონების სინქრონულ სქემებს. იურული ნალექების ზონური სტრატიგრაფიის დამუშავებას საფუძვლად დაედო თავფეხიანი მოლუსკების (ამონიტები) ახალი სისტემატიკა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ამონიტების შესწავლა მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით და დაადგინა ნიჟარის ცალკეული სტრუქტურების ფორმირების თანამიმდევრობა, კორელაციური კავშირები და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდის გამოყენებით – მათი სისტემატიკური მნიშვნელობა სხვადასხვა ტაქსონომიური დონისთვის. მას ეკუთვნის ამონიტების ნიჟარის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების კლასიფიკაცია. კოლეგებთან ერთად შეისწავლა მეზოზოური თავფეხიანი მოლუსკების პალეობიოგრაფია. სტრატიგრაფიისათვის მნიშვნელოვანი კალოვიური ამონიტების თითქმის ყველა ჯგუფი, შეადგინა პალეოგეოგრაფიული რუკები. რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშ. სამეცნიერო საზოგადოების წევრი. არის სამეცნიერო ნაშრომებისა  და მონოგრაფიების ავტორი. გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1987). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.417

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 1983 - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: