The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან რაზმაძე

ამირან რაზმაძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1951
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ფხვენისის სასაფლაო, გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ინჟინერი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აჩაბეთი, ქურთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

ინსტიტუტში სწავლისას გაიარა სამხედრო კათედრა, შემდეგ 3 თვით კოჯორში მსახურობდა. მშენებელი ინჟინერი იყო. მუშაობდა ცხინვალის სამშენებლო ტრესტში, დაიწყო განყოფილების გამგედ, შემდეგ გორის მესამე სამშენებლო ტრესტში გადავიდა, შემდეგ – საბინაო ტრესტში, მუშაობდა ნიქოზშიც მიწათმომწყობად, დაღუპვამდე ბოლო სამი წელი კი გორის ბაზაზე გაატარა; ბოლოს სოფელში ჰესის აშენება უნდოდა, პროექტი შეადგინა, ის პროექტი ჩეხეთში გაგზავნეს და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ვერ მოასწრო. ამირან რაზმაძე გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე სამშენებლო მასალების აღრიცხვის ინსპექტორი იყო და რუსებმა მას მერე მოკლეს, რაც ფხვენისში ქართველ მეომრებს წყალი მიუტანა და შინ შეიარა, ცოლი რომ სამშვიდობოს გამოეყვანა. 11 აგვისტოს ღამეს ცოლ-ქმარი ცდილობდა კარსმომდგარი მტრისთვის მანქანით დაეღწიათ თავი. სოფელ საქაშეთის გადასახვევთან ტანკს შეეჯახნენ და აფეთქდნენ; ცოლი გადარჩა, ამირან რაზმაძე ადგილზე დაიღუპა, მხოლოდ პატრიარქის შესვლის შემდეგ მოხერხდა მისი გადმოსვენება. სამოქალაქო პირი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.247-248

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: