1995-1997წწ. - საგარეჯოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; 1997-1998წწ. - ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1998-2000წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 2000-2002წწ. - საქართველოს გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე სამხედრო და ტრანსპორტის პროკურატურებში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის ხაზით; 2002 წელს - იუსტიციის მინისტრის აპარატის უფროსი; 2002-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსი; 2004 წელს - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე განსაკუთრებულ დავალებათა ხაზით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2004-2006წწ. - თბილისის პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2006-2007წწ. - ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორი; 2007-2008წწ. - ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორი; 2008-2010წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსი; 2010 წელს - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი. 2012 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge