შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინა ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი) 1943 წელს; 1943–1946წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ხალხური ცეკვის თვითმოქმედ სტუდენტურ ანსამბლში. 1946–1967წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ხელმძღვ. ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი; ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) სოლისტი; ანსამბლის რეპერტუარიდან ასრულებდა არაერთ სოლო პარტიას, ქმნიდა დასამახსოვრებელ ქორეოგრაფიულ სახეებს; იყო ბუქარესტის სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953), მოსკოვის სტუდენტთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1957). 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტსა და საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სკოლა-სტუდიაში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.433 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |