The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ლორია

ვალერი ლორია
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1959 წელს.

1960–2005წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1970–1975წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1989–2001წწ. სამართლის საფუძვლების და 2001–2005წწ. ადმინისტრაციული სამართლის კათედრების გამგე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ადმინისტრაციული წარმოების სახეების ჩამოყალიბების კანონზომიერების მიგნება და ახსნა, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსხვავების დადგენა სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის 3 სახელმძღვანელო. იყო საქართველოს 1995 წის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი. ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1982). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.435

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: