The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გვარამია

ლევან გვარამია
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს; 1995-1998 წლებში სწავლობდა რურის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ქ. ბოხუმში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

1992-1993წწ. - ქ. თბილისის პროკურატურაში უფროსი ინსპექტორი; 1998-1999წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი; 1998-1999წწ. - შპს სადაზღვევო კომპანია "ნაბათში" იურისტი; 1999-2001წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადოების განყოფილებაში კონსულტანტი; 2001 წლის დეკემბრიდან - საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემა; 2002-2004წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი; 2004-2006წწ. - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტი; 2004-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი; 2006 წლიდან - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი; ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007-2009წწ. - მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2009-2016წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას, ასევე, მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2016 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: