The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ბირთველიშვილი

ზაზა ბირთველიშვილი
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1976
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი; ორი წელი გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე იმსახურა; 2008 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან, გიორგი რომელაშვილთან და ოთარ სუხიტაშვილთან ერთად, ნომერ 406 ტანკით მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. მოწინააღმდეგე მხრიდან თავდასხმის შემდეგ, 406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ზაზა ბირთველიშვილის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს. 2022 წელს კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა გორის მე-7 საჯარო სკოლას. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.343; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: