შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქათამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოჩხამური, ქობულეთის რაიონი. 2007 წელს მეოთხე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ჩაირიცხა, სპეციალურ სამედიცინო მომზადების კურსების გავლის შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდა. რუსულ-ქართულ ომში მედიკოსებმა სამაგალითო თავდადება აჩვენეს და უამრავ დაჭრილ ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. გიორგი ქათამაძე მაშინ დაიღუპა, როცა შეტევა სამხედრო-საველე ჰოსპიტალებზე მიიტანეს და ავიაციამ პოზიციების დაბომბვა დაიწყო, საავიაციო ბომბმა ნაფლეთებად აქცია. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაღუპულ მებრძოლთა ცხედრები იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებდნენ. ცხედრების გადმოსვენების საქმეში, უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჩაერთო, სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შემდეგ მისცეს საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა ქართველებს ცხედრების გადმოსვენების უფლება. გიორგი ქათამაძე გარკვეული დროის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მისი დაღუპვის შესახებ საბოლოოდ დნმ-ის ანალიზის შედეგად გახდა ცნობილი. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.363 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |