The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ქოჩიაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.

1999-2005წწ. - თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2007 წელს დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში; 2008 წელს მივლინებულ იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ და იმავდროულად დაეკისრა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2008-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2009-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geსაქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


გააზიარე: