შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევ ნეიმანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სასწავლებელი (პროფ. მინიარის კლასი) 1934 წელს. 1935-1936 წლებში მუშაობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. 1936 წელს მონაწილეობდა ქართული კულტურის დეკადაში მოსკოვში, როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის წევრი. 1936-1937 წლებში მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრში, 1946 წელს კი სიმფონიურ ორკესტრში. 1938-1941 წლებში სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ვიოლონჩელის კლასში პროფესორ შტრიმერთან. II მსოფლიო ომის დაწყებისას მე-4 კურსიდან წავიდა ფრონტზე. 1947-1989 წლებში შეუწყვეტლივ მოღვაწეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში ორკესტრის სოლისტად, ვიოლონჩელების ჯგუფის კონცერტმაისტერად. ლ. ნეიმანს უმუშავია ცნობილი დირიჟორების ე. მიქელაძის, ვ. ფალიაშვილის, ო. დიმიტრიადის, დ. მირცხულავას ხელმძღვანელობით. იგი მონაწილეობდა 1958 წლის ქართული ხელოვნების დეკადაში მოსკოვში. 1974-1978 წლებში პარალელურად მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.115 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |