შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან უგრეხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლინდავა (ლინდაუ), სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი. რომან უგრეხელიძისთვის აგვისტოს ომი მეორე ომი იყო - ის აფხაზეთის ომშიც იბრძოდა, მშობლიურ სოფელს იცავდა მტრისგან. შემდეგ, ოჯახთან ერთად, უღელტეხილით დატოვა მშობლიური მხარე. კოპიტნარში დასახლდა. 2003 წელს კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, მსახურობდა ვაზიანის, მეოთხე ბრიგადაში, იყო ტანკისტი. 9 აგვისტოს ცხინვალში მტერთან შეტაკებისას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა ტანკს, რომელსაც ის მართავდა. ხედავდა, რომ ტანკს ცეცხლი ეკიდა და მაინც წინ მიიწევდა, ტანკზე მყოფი ორი ადამიანი გადარჩა, მან ამოსვლა ვეღარ მოახერხა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.499 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |