The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ცისკარიშვილი

სოსო ცისკარიშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 2024  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (კვალიფიკაცია — ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი) 1971 წელს; მოსკოვის საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემია (კვალიფიკაცია — საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი) 1979 წელს.

1971-1974წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში"; საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში (1974-1976, 1978-1985, თავმჯდომარის მოადგილე 1980-1985 წლებში); 1984 წელს ვიდეოფირზე გადაატანინა და ამით განადგურებას გადაარჩინა თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება", რომელსაც საბჭოთა ცენზურა ემუქრებოდა; 1992 წლამდე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1989 წლის ბოლოს მეცნიერთა ჯგუფთან ერთად შექმნა საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია "მსოფლიო ლაბორატორია" და მას შემდეგ იყო მისი გამგეობის თავმჯდომარე; 1992 წელს დაინიშნა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე; 1996-2000წწ. ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამებს. 2006 წლიდან იყო ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე; 2008 წლიდან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი.

წყარო: სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი "ამ­ბე­ბი.ge": ambebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, პრეზიდენტი (2008-)
  • სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1988-1989)

გააზიარე: