Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მაკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური–სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი 1975 წელს. 1986-1989წწ. იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე; 1990-2004წწ. პათოლოგიური ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე; 2001-2004წწ. მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; 2006-2017წწ. აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ვეტერინარია-მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელი; 2008 წლიდან აირჩიეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო სავეტერინარო განათლების ასოციაციის პრეზიდენტად; 2019 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ტექნოლოგიების, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია; 2020 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერი ვეტერინარიის მიმართულებით. მუშაობს ცხოველთა პათოლოგიის, ონკოლოგიის, მორფოლოგიისა და ფარმაკოპროფილაქტიკის საკითხებზე, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sjuni.edu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |