შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ თუთისანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ დაუსწრებელზე გადავიდა, რადგან სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსთა დირექციამ დააჯილდოვა – მხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. მერაბ თუთისანს ხონის პირველი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წელს ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ ზედიზედ სამჯერ დააჯილდოვა ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე, კალათბურთში პირველ და მეორე ადგილებზე გასვლისთვის. მისი დიდი სურვილი იყო სამხედრო საქმეს გაჰყოლოდა. თავდაცვის აკადემიაში სწავლის პერიოდში, სერტიფიკატები და მადლობები ჰქონდა მიღებული თურქი ოფიცრებისგან. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქუთაისის სამხედრო ბაზაზე, 32-ე ბატალიონის ქვეით ბრიგადაში ოთხწლიანი კონტრაქტით მსახურობდა. 2007 წელს გააგზავნეს ერაყში, სამშვიდობო მისიით, 2008 წლის აგვისტოში ბათუმში მუშაობდა ინსტრუქტორად. დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან, ცხელი წერტილიდან დაჭრილი მებრძოლების გამოყვანის დროს. იმ ქუჩას, სადაც გმირი მერაბ თუთისანი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ქალაქ ხონში სპორტულ სკოლაში, სადაც ოლიმპიადები ტადრება, დაწესებულია მერაბ თუთისანის სახელობის ჯილდო, რომელსაც გამარჯვებულს მისი ძმა გადასცემს. უმცროსი სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.583; ქართული სამხედრო ანალიტიკური პორტალი: gmas.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |