The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბექა სურგულაძე

ბექა სურგულაძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ფაკულტეტი  ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 1973 წელს.

1973 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი, ასევე  სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. მისი ინტერესის სფეროა ლითონის კონსტრუქციების გაანგარიშების და დაპროექტების ინოვაციური მეთოდები. ხელმძღვანელობას უწევს როგორც მაგისტრებს, ისე დოქტორანტებს. არის რამდენიმე ახალი შენობის პროექტის ხელმძღვანელი და საკულტო ძეგლების აღდგენა-გაძლიერების პროექტის ავტორი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: