შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ ობოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 1983 წელს; უშიშროების უმაღლესი სკოლა (აკადემია) 1985 წელს; 2001-2002წწ. აშშ სპეც. სამსახურების ეგიდით გაიარა სპეციალური კურსი საერთაშორისო ტერორიზმის მიმართულებით. 1983-1984წწ. იყო საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტი; 1985-2001წწ. უშიშროების სამინისტრო სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე; 2001-2003წწ. საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო (ბესიკ ობოლაძის ავტორობით საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან კოორდინაციით შეიქმნა ნაშრომი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის კონცეპტუალური პრინციპებისა და მოსაზრებების შესხებ); 1996-2004წწ. უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი, უშიშროების სამინისტროს ანალიტიკური ბიუროს უფროსი; 2004-2009წწ. NATO (ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო) საერთაშორისო ექსპერტი; 2009 -2013წწ. საექსპერტო-ანალიტიკური საქმიანობა, "ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრის" დირექტორი; 2013-2014წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ანალიტიკური საქმიანობა, დაკავშირებული სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობასთან; 2016-2020წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქციის აპარატის უფროსი; 2014-2016წწ. საექსპერტო-ანალიტიკური საქმიანობა; 2019-2020წწ. "სიტი ინსტიტუტთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბესიკ ობოლაძის ავტორობით მომზადდა დოკუმენტი თბილისის გენერალური გეგმის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებს ეხება. აქვს კვლევა-დოქტრინა: "საქართველო გლობალური გეოპოლიტიკური პროექტების პრიზმაში"; გლობალური გეოპოლიტიკური პროექტების (ნეოევრაზიულობა, ატლანტიზმი, ევრომონდეალიზმი, ისლამური ინტეგრიზმი) თანხვედრა და გავლენა სამხრეთ კავკასიისრეგიონსა და საქართველოზე - წინადადებები და რეკომენდაციები.); არის რამდენიმე ათეული სტატია და კვლევა საქართველოსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში საერთაშორისო, რეგიონალური, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევაზე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000). წყარო: დეა მაღალაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია "უსმა" SECURITY RESEARCH ASSOCIATION: usma.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |