| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მათეშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1935 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში; 1941–1942წწ. იყო 44-ე არმიის მთავარი თერაპევტი. 1942 წლიდან კვლავ კლინიკაში დაბრუნდა, სადაც 1958 წლამდე იმუშავა. 1958–1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას. იკვლევდა არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ნევრიტის ეტიოლოგიას და სხვა საკითხებს. მეცნიერი კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებს მიძღვნილი 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 5 სადოქტორო და 14 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1962). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.461; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.261-262 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

