The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ბერეჟიანი

ნუგზარ ბერეჟიანი
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1974 წელს; სამთო მეტყევეობის ინსტიტუთან არსებული ასპირანტურა.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სამთო მეტყევეობის და ბოტანიკის ინსტიტუტებში უმცროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; სატყეო-სამეურნეო დარგის მართვის ცენტრალურ აპარატში წამყვანი სპეციალისტის, მთავარი ინჟინრის, მთავარი ტექნოლოგის, მთავარი სპეციალისტის, განყოფილების უფროსის თამამდებობაზე; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. ბიოლოგიურ მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, საქართველოს ეროვნული გვარდიის რეზერვისტი. 2016 წელს სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეტყევე

გააზიარე: