The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია გამრეკელი

ანდრია გამრეკელი
Date of birth:1846
Date of death:28 May, 1897  (at 51 years)
Burial location:მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლასია, თბილისი
Category:Public official, Public Man, Agricultural Worker

Biography

დაამთავრა პეტერბურგის სატყეო ტექნიკური აკადემია სატყეო კორპუსის პორუჩიკის ჩინით 1865 წელს.

აკადემიის დამთავრებისთანავე გაგზავნილ იყო ტვერის გუბერნიაში სამუშაოდ; მივლინების ვადის გასვლამდე გადაყვანილ იქნა ამიერკავკასიაში ტყეთმოწყობის სამუშაოთა საწარმოებლად; შემდეგ ინიშნება ტყის მომწყობად კავკასიაში; 1870 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა "შავი ზღვის პირეთის ოკრუგის სატყეო ნაწილი"; 1873-1874 წლებში იყო თბილისის გუბერნიის და სატყეო ნაწილის მმართველი, ხოლო შემდეგ ამავე გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა სამმართველოს უფროსი; 1878 წელს მისი უშუალო მონაწილეობით განმეორებით მოეწყო მიხეილ რომანოვის საუფლიწულო მამულის, ბორჯომის ხეობის ტყეები; მის მიერ მომზადებული და გამოცემული იქნა კაპიტალური შრომა "კავკასიის ხეები და ბუჩქები"; 1886-1894წწ. მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში სახელმწიფო ქონებათა მმართველად, იგი ხშირად ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას; 1889 წელს ჩამოაყალიბა ქუთაისის ტყის დაცვის კომიტეტი; 30 წლიანი მუშაობის პერიოდში მან განვლო გზა "ლესნიჩობიდან, დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკამდე"; აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყრილობებში, გამოფენების მოწყობაში, სამეცნიერო საზოგადოებების საკრებულოებში, მუზეუმების გამართვაში და ა.შ.; მან დიდი შრომა გასწია კავკასიის დენდროლოგიური კოლექციის შექმნისასა, შეადგინა ტყეების და ტყის შემქმნელი ჯიშების გავრცელების რუკები; ა. გამრეკელს დაევალა ხელმძღვანელობა გაეწია ტყეთმოწყობის სამუშაოებისთვის ამიერკავკასიის იმ "ტყის აგარეაკებში", რომლებიც შედარებით მდიდარი იყო ბზის კორომებით; მაშინ ბზის კორომების ტყეთმოწყობას თითქმის არ იცნობდა მსოფლიო პრაქტიკა, ამიტომ ა. გამრეკელს პირველს მოუხდა ტყეთმოწყობისა და სატყეო ტაქსაციის ახალი მეთოდების დამუშვება; მან შექმნა და გამოაქვეყნა მონოგრაფია: "ბზა, ანუ კავკასიური პალმა" (სანტ-პეტერბურგი, 1891). თბილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოლქის სახელმწიფო ქონებათა გამგე, მეტყევე.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.21; ანდრია სიმონის ძე გამრეკელი // ივერია. - 1897.-30 მაისი. - N104. - გვ.1; იგი მთაწმინდაზე განისვენებს... : საქართველოს ტყისა და ბუნების დიდი მკვლევარი ანდრია გამრეკელი / ანდრო კაპანაძე // საქართველოს ბუნება.-თბილისი,1992. - N2. - გვ.42-43

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

Share: