The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ფილიშვილი

ვალერიან ფილიშვილი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სამოქალაქო სამართალში, სამოქალაქო სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში; 2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2013 წლის ოქტომბერში გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე; 2015 წელს გაიარა გერმანული ენის ინტენსიური კურსები ქ. დიუსელდორფში.

2005-2006წწ. - "ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი"-ს საადვოკატო ბიუროში სტაჟიორ-ადვოკატი; 2006-2008წწ. - "ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი"-ს საადვოკატო ბიუროში ადვოკატი; 2008-2010წწ. - გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში; 2010-2012წწ. - ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2013-2016წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტი; 2015-2019წწ. - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: