The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1940  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია და სამხედრო სასწავლებელი; ვარშავის სამხედრო აკადემია.

1918–1921წწ. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიაში. იყო 1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებისა და 1921 წლის მარტის ბათუმის ომის აქტიური მონაწილე. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 მარტიდან, ემიგრაციაში წავიდა. მსახურობდა პოლონეთის ეროვნულ არმიაში. იყო ბატალიონის მეთაური და დივიზიის შტაბის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ (1939) იყო პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1940 წელს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ ათასობით პოლონელ მებრძოლთან ერთად, დახვრიტეს კატინის ტყეში. დაჯილდოებულია პოლონეთის უმაღლესი ორდენით – "ვირტუტი მილიტარი". ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პოლონეთის ეროვნეთის არმიის მაიორი. სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.485


გააზიარე: