Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ბაბლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარეული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. 1984 წლიდან სწავლობდა თბილისის №32 პროფტექნიკურ სასწავლებელში (სპეციალობა-ხარატი). 1987 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, თავისი სპეციალობით. 1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში უკრაინაში. 1989 წლიდან მუშაობდა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლაში დარაჯად. 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაში დაიკარგა უგზო-უკვლოდ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი თეიმურაზ ბაბლიძე 2024 წლის 6 აგვისტოს გადმოასვენეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.63; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |