The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გელოვანი

ლევან გელოვანი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი 1995 წელს; 1999 წელს გაიარა სპეციალური მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რიგით და უმცროსს მეთაურთა სასწავლებელში. მინიჭებული აქვს პოლიციის ოფიცრის საშუალო სპეციალური წოდება - უმცროსი ლეიტენანტი; 2000 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2004 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2007-2009წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1995-1997წწ. - მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკში; 1998-1999წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში - არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორისა და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობებზე; 2000-2005წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების ლექტორი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კოლეჯში და საერო ინსტიტუტ "ორიენტირში" ლექტორი; 2006 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტი; 2007 წელს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი; 2009-2017წწ. -  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი და მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი; 2013-2015წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2014-2015წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრი, 2015-2017წწ. - მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2017-2019წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის სექტემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის სექტემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: