The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი მატინიანი

სერგეი მატინიანი
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1931
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 2017  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დარემი, ჩრდილოეთ კაროლინას შტატი, აშშ
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1956–1957წწ. მუშაობდა თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტში; 1957–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (ახლანდელი ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი); 1957–1966წწ. იყო ამ ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1966–1970წწ. დააარსა და ხელმძღვანელობდა ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყოფილებას. 1969–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი; 1970–1993წწ. მუშაობდა ერევნის ფიზიკის ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993 წლიდან  აშშ-ში დიუკისა და ჩრდილო კაროლინის შტატის უნივერსიტეტებში. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების, კვანტური ჰიდროდინამიკის (ზედენადობის თეორია), ელემენტარული ნაწილაკების, ველის კვანტურ და მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიებს. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული ნეიტრალური მეზონების ოპტიკის დარგში, თეორიულად აღმოაჩინა ვაკუუმის არასტაბილურობა კვანტურ ქრომოდინამიკაში და არააბელური კალიბრული ველების ქაოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 578; panorama.am

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სომხეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1982-)
  • სომხეთის მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1990-)

გააზიარე: