შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ მირზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1918 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტის სატყეო განყოფილება 1926 წელს. 1918-1921წწ. მსახურობდა ჯარში; 1923-1926წწ. იყო სატყეო განყოფილების დენდროლოგიის კათედრის პრეპარატორი; 1928-1930წწ. მუშაობდა ამავე კათედრის ასისტენტად; 1930 წელს დაინიშნა დოცენტის თანამდებობაზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დენდროლოგიის კათედრაზე; 1930 წლის სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა თბილისის სატყეო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე; 1931-1938წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით სატყეო მეურნეობასა და ტყის მრეწველობის ინსტიტუტში უფროსის ასისტენტად; 1924-1926წწ. ტაქსატორის თანამდებობაზე; საქართველოს ჯანდაცვის კომისარიატის მთავარ საკურორტო სამმართველოში; 1926-1929წწ. ტყეთმოწყობის თანამდებობაზე საქართველოს მიწათმართვის სატყეო განყოფილებაში; 1934-1945წწ. "საქჩაის ტრესტში სატყეო მელიორაციის ჯგუფის უფროს აგრონომად; 1949 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სატყეო ინსტიტუტში სატყეო მეურნეობის განყოფილების უფროსად; საქართველოს სახალხო-სამეურნეო ინსტიტუტში სატყეო ტაქსაციის და ტყის ექსპლუატაციის კათედრის დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო შრომა და 26-მდე სტატია სხვადასხვა ჟურნალებში. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |