The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ მაყაშვილი

სოლომონ მაყაშვილი
Date of birth:5 October, 1855
Date of death:17 April, 1920  (at 64 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი.

1873 წლიდან მსახურობდა 156-ე ელიზავეტპოლის ქვეით პოლკში; 1877–1878წწ. იყო რუსეთ-ოსმალეთის, 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე; 1892 წლიდან იყო დიდი მთავრის, თავად სერგეი მიხეილის ძის 153-ე ბაქოს ქვეითი პოლკის კაპიტანი; 1899 წლიდან მალოიაროსლავის 116-ე ქვეითი პოლკის, შემდეგ 113-ე სტარორუსული ქვეითი პოლკის პოდპოლკოვნიკი; 1904 წლიდან მე-3 ბატალიონის, ციმბირის 34-ე მსროლელი პოლკის მეთაური; 1905 წლიდან პოლკოვნიკი. 1913 წლიდან თადარიგშია. 1916 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამხედერო ოლქის სამხედრო მიმოსვლათა სამმართველოს სატრანსპორტო-საეტაპო განყოფილებაში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ბრინჯაოს მედალი 1877-1878 წლებიწ ომში მონაწილეობისთვის, იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვერცხლის მედალი, "თეთრი გიორგი"-ს ჯვრის კავალერი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 595

Awards and Honors

  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: