შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს აგრეთვე ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში, ფერარას (იტალია) უნივერსიტეტში, ასევე ამაჩქარებლებზე: JINR (დუბნა, რფ), IHEP (პროტვინო, რფ), ITEP (მოსკოვი, რფ), IKP (იულიხი, გერმანია), KEK (ცუკუბა, იაპონია). მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტსა და კოლაბორაციაში: PROZA, POLEX, NEPTUN (IHEP, პროტვინო), NICA (JINR, დუბნა), ANKE, PAX, JEDI/CPEDM (Forschungszentrum-Julich, გერმანია), E391, COMET (KEK, იაპონია). არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ჰადრონული ურთიერთქმედებები, ბირთვული გარემოს გავლენა, იშვიათი და ხისტი პროცესების ძიება სტანდარტული მოდელის მიღმა, პოლარიზაციული მოვლენები ჰადრონულ ურთიერთქმედებებში, ასევე პლასტიკური და კრისტალური სცინტილატორები, ჩერენკოვის დეტექტორები, კალორიმეტრები, მაღალი სიზუსტის დეტექტორები, ამაჩქარებლების დინამიკა და სხვ. მუშაობს მონაცემთა ანალიზის, მონტე-კარლოს სიმულაციების, ოპტიმიზაციის ამოცანების, ანალიზის პროგრამული კოდების დიზაინის, ექსპერიმენტების პროექტირებისა და მონათესავე საკითხებზე. ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612; online.tsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |