შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ დავითინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. რიგითი თემურ დავითინიძე, 1992 წლის 25 აგვისტოს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. 1992 წლის 20 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ საარტილერიო დივიზიონში; იბრძოდა კოლხიდასთან, გაგრაში, განთიადსა და ლესელიძეში. 1992 წლის 21 დეკემბრიდან მსახურობდა ქ. სოხუმის კომენდატურასთან არსებულ დაზვერვის ოცეულში. თემურ დავითინიძემ მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატარა არაერთი სამხედრო ოპერაცია: იყო თავისი საქმის კარგი მცოდნე, გაბედული და უშიშარი მებრძოლი. მაგალითისათვის: დაჭრილი მებრძოლი ვეფხია მერაბიშვილი 6 კმ ზურგით ატარა; 400 გ სისხლი გადაუსხა დაჭრილ თანამებრძოლს და სხვ. 1993 წლის 7 თებერვალს მზვერავთა ოცეული ასრულებდა საბრძოლო დავალებას მტრის ზურგში. წარმატებით ჩატარებული ოპერაციიდან დაბრუნების დროს მდინარე გუმისთაზე თემურ დავითინიძე დაიჭრა თავში, რის გამოც იგი 9 თებერვალს გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.157
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |