Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ დავითინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. რიგითი თემურ დავითინიძე, 1992 წლის 25 აგვისტოს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. 1992 წლის 20 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ საარტილერიო დივიზიონში; იბრძოდა კოლხიდასთან, გაგრაში, განთიადსა და ლესელიძეში. 1992 წლის 21 დეკემბრიდან მსახურობდა ქ. სოხუმის კომენდატურასთან არსებულ დაზვერვის ოცეულში. თემურ დავითინიძემ მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატარა არაერთი სამხედრო ოპერაცია: იყო თავისი საქმის კარგი მცოდნე, გაბედული და უშიშარი მებრძოლი. მაგალითისათვის: დაჭრილი მებრძოლი ვეფხია მერაბიშვილი 6 კმ ზურგით ატარა; 400 გ სისხლი გადაუსხა დაჭრილ თანამებრძოლს და სხვ. 1993 წლის 7 თებერვალს მზვერავთა ოცეული ასრულებდა საბრძოლო დავალებას მტრის ზურგში. წარმატებით ჩატარებული ოპერაციიდან დაბრუნების დროს მდინარე გუმისთაზე თემურ დავითინიძე დაიჭრა თავში, რის გამოც იგი 9 თებერვალს გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.157
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |