შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან მაჭარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1939–1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე; 1946–1947წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრაზე: 1952–1957წწ. იყო უფროსი მასწავლებელი, 1957–1970წწ. – დოცენტი; 1970 წლიდან გარდაცვალებამდე – პროფესორი; 1955–1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1957–1960წწ. უნივერსიტეტის სწავლული მდივანი; 1974–1977წწ. მოსამზადებელი განყოფილების გამგე; მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მთავარ მიმართულებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესწავლა წარმოადგენდა. მის სამეცნიერო ინტერესებში ასევე შედიოდა საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობები, ქართულ-რუმინული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის საკითხები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612-613; მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. ნაწ. 1, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე / ვალერიან მაჭარაძე.-თბ.,2007.-გვ.-5 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |