The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისაია ფურცელაძე

ისაია ფურცელაძე
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:2 ნოემბერი, 1924  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ყოფილი მეურნეობისა და სამეურნეო სკოლის ტერიტორია, სოფელ მერეთის ხაშილაურების უბანი, ახ. გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სემინარია.

სემინარიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გორის რაიონ სოფელ ორტევში სკოლის პედაგოგად. მე-19 საუკუნის მიწურულს, სოფელ მერეთში, მამაპაპისეულ მამულს მიუბრუნდა და ხეხილის ბაღების გაშენება დაიწყო თავის ნაკვეთზე. ბევრს მოგზაურობდა და აგროვებდა ხეხილის კალმებს, იწერდა ნამყენებს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეაგროვა ხეხილის დიდი კოლექცია - ვაშლისა და მსხლის რამდენიმე ასეული ჯიში, რომლებიც ჯერ თავის საკარმიდამო ბაღში გამოსცადა და შემდეგ საუკეთესოთაგან შვიდ ჰექტარზე საკოლექციო ბაღი გააშენა. 1872 წელს საფუძველი ჩაუყარა ხეხილის სანერგეს. სანერგეში ყოველწლიურად ზრდიდა 3-4 ათას ნამყენს, რასაც თანასოფლელებს უფასოდ ურიგებდა. პარალელურად, მერეთის  სკოლის პედაგოგად მუშაობდა. მამულების შესყიდვით მეურნეობა ეტაპობრივად გააფართოვა და სოფელ მერეთის ერთ-ერთ უბანში, ხაშილაურში ხეხილის სასწავლო-სამეურნეო ბაღი გააშენა. 1918 წელს, მის მამულში, მისივე ფულადი შემოწირულობით დაარსდა პირველი დაწყებითი სასოფლო სამეურნეო სკოლა, სადაც თვითონ ასწავლიდა თავის შეგირდებს. ამ სკოლის დაარსების გამო ი. ფურცელაძეს საქართველოს მთავრობამ გამოუცხადა მადლობა და სამეურნეო სკოლის საპატიო მზრუნველად დანიშნა. ისაია ფურცელაძე საქველმოქმედო მოღვაწეობასაც ეწეოდა. წლების განმავლობაში, თავისი ხარჯით 10 ღარიბ გლეხის შვილს ინახავდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში და 1900, 1901 წლებში თავადაზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა სკოლის შენობისათვის ფულად თანხას წირავდა. 1900-1918 წლამდე ისაია ფურცელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრიგარდა სამეურნეო საქმიანობისა, ჩაბმული იყო სოფლის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაშიც: მის სახელს უკავშირდება ლიზა ჩერქეზიშვილის სასცენო კარიერის დაწყება – სიკო ცაგარელის "ხანუმაში", 1885 წელს. 1911 წელს კავკასიის ხილეულის გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონანტების გამო ი. ფურცელაძეს გადაეცა უმაღლესი ჯილდო, საპატიო დიპლომი.

წყარო: ქართული ბაღის მოამაგე : გორის რაიონის სოფ. მერეთის მკვიდრი ი. ფურცელაძე 1851-1924 წწ. / მ. კობერიძე // სოფლის ცხოვრება. - თბილისი, 1961.-12 ოქტომბერი.-N195; შემოწირულობა // ივერია .-თბილისი,1901.-12 მაისი.-N102.-გვ.4; მეხილეობა-მებაღეობის პიონერი საქართველოში : ისაია ფურცელაძე //კომუნისტი .- თბილისი,1924 .-11 ნოემბერი.- N257 .-გვ.3; პარლამენტის გარშემო // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,1918.-18 სექტემბერი.- N44.-გვ.5; ცენტრალური ამიერ კავკასიის მეხილეთა ამხანაგობა // კლდე / რედაქტორ-გამომცემელი რ. გაბაშვილი. - 1914. - N19. - გვ.7; მადლი მარჯვენისა : საქართველოში კულტურული მეხილეობის გამავრცელებლის ი. ფურცელაძის შესახებ / არჩ. სტეფანიშვილი // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1964. - 7 აგვისტო

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-1918)
  • ცენტრალური ამიერკავკასიის მეხილეთა ამხანაგობა, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1914-)

გააზიარე: