შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ მებონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1966წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრაზე; 1966–1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ – ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის გამგედ; 1986–1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორი; 1995 წლიდან კათედრის გამგე, 1988- 2005წწ. დეკანი; 1989–2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, პროფესორთა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო ინტერესები ეხებოდა მრავალნაწილაკოვანი კვანტური სისტემების თეორიას. შემუშავებული აქვს N-ნაწილაკოვანი სისტემების მიახლოებითი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი, კონკრეტული შედეგები მიიღო 3-ნაწილაკოვანი ატომური და ბირთვული სისტემების ამოცანებისთვის. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 646-647; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |