The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ლაკერბაია

თამარ ლაკერბაია
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2009-2010წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულები; მონაწილეობა აქვს მიღებული დამატებითი პროფესიული განათლების ტრეინინგებსა და სემინარებში; 2015 წლიდან არის ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; არის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდიატი.

2001-2004წწ. - აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალისტი; 2005-2006წწ. - აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე; 2006-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2011-2015წწ. - იურიდიულ კომპანიაში "ერისთავი და პარტნიორები" უფროსი იურისტი, შემდეგ კი ასოცირებული პარტნიორი; 2012-2015წწ. - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტში იურისტი; 2015 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები. 2012 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2011-2015)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: