შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ კაცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლესიჭინე, ჩხორუწყუს რაიონი. მუშაობდა ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის ფაბრიკაში შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში, მიენიჭა სერჟანტის წოდება. 1981-1984 წლებში სწავლობდა უკრაინაში, ავტოსაგზაო ტექნიკუმში. 1985 წლიდან მუშაობდა გულრიფშის რაიონში ტექნიკოს-ექსპლუატატორად. 1992 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა აფხაზეთის ომში, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ "კობრას" შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს თენგიზ კაცია საბრძოლო დავალების შესრულების დროს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სნაიპერის ტყვიით. 1994 წლის 19 სექტემბერს თენგიზ კაციას ნეშტი გადმოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.222
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |