შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ვანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური ეკონომიის მასწავლებლის და ეკონომისტის კვალიფიკაციით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1983-1991წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კომპლექსური რეგიონული პრობლემების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ მუშაკი, უფროსი მეცნიერ მუშაკის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1991-1992წწ. ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, აგროსამრეწველო კომპლექსის განყოფილება, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1994-2006წწ. ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, დოცენტი; 2006-2007წწ. ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2007-2013წწ. ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2017-2019წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2019-2023წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2023 წლიდან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი. მრავალი სამცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |