The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ლიპარტია

ვახტანგ ლიპარტია
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1992  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი.

მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

ვახტანგ ლიპარტია აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში; აფხაზეთის ომში გაიწვიეს 1992 წლის აგვისტოში, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის ასმეთაურად; ლეიტენანტი ვახტანგ ლიპარტია დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ტამიშთან გამართული შეტაკების დროს; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვახტანგ ლიპარტია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.269; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: