Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლ კნორინგი![]()
Biography1799 წლის მარტში დანიშნეს კავკასიის ქვეითი ჯარის ინსპექტორად და კავკასიის ხაზის სარდლად. 1801 წლის 24 მარტს ჩამოვიდა საქართველოში. პირველი ღონისძიება, რომელიც მან განახორციელა, იყო დავით ბატონიშვილის გადაყენება და "საქართველოს მმართველად" გენერალ ი. ლაზარევის დანიშვნა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთთან აღმოსავლეთ საქართველოს შეერთების საქმეში. მან მთავრობის დავალებით "დასკვნა" წარუდგინა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობა არ შეეძლო და მისი "ხსნა" მხოლოდ ამ სახელმწიფოს გაუქმებითა და თვითმპყრობლური მმართველობის დანერგვით შეიძლებოდა, რაზედაც, თითქოს, ქართველი ხალხი და მისი მმართველები თანხმობას აცხადებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ამ "დასკვნას" მოჰყვა ალექსანდრე I-ის მანიფესტი (1801 წ. 12 სექტ.). დიდი მარხვის ვნების კვირაში, ოთხშაბათს (1802 წ. 12 აპრ.), მან რუსი ჯარისკაცებით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ საზოგადოებას მანიფესტი გააცნო. იგი ძალით აპირებდა ხალხის დაფიცებას ახალ განწესებულ კანონზე. ალექსანდრე I-ის მანიფესტს საქართველოში მძლავრი პროტესტი მოჰყვა. ის შემდეგში სამოქალაქო საქმეთა მთავარმართებლად დაინიშნა. მან თავისი საქმიანობით უკმაყოფილება გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე პეტერბურგში. 1803 წლის დამდეგს ის გადააყენეს. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1798), რუსეთის ჯარების პირველი მთავარსარდალი საქართველოში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 93-94
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |