შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიტე ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯგალში, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა სოფელ ჯგალის საშუალო სკოლა 1952 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1957 წელს; ასპირანტურა 1963 წელს. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1957 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის სატყეო მეურნეობის პირველ რგოლში უფროსად; 1971 წლიდან საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "სოიუზგიპროლესხოზის" ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორად; ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; სანაკრძალო განყოფილების უფროსად; საპროექტო ინსტიტუტ "საქსახტყემეურნეობაპროექტის" დირექტორად. ავტორია 26 სამეცნიერო შრომის, 24 სამეცნიერო-პოპულარული სტატიის, 70-მდე პუბლიკაციისა ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებისა და ბროშურების: "ტყე ჯანმრთელობის სამსახურში" (1974წ.), "საქართველოს სარეკრეაციო ტყეები" (1983წ.). "ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი"(1987წ.). და სხვა. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.119 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |