The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა კოხრეიძე

გოჩა კოხრეიძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით "ელექტრო ამძრავი და სამრეწველო დანადგართა ავტომატიზაცია", ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1993 წელს.

1993-1996 წწ. მუშაობდა სტუ-ს კონსტრუქციების დაზიანების და ტექნიკური დიაგნოსტიკის კათედრის უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე; შემდგომში: 1996 წელს სს "საქენერგოს" ოპერატიული მართვის დირექციის დისპეტჩერად; 1996-1998 წწ. სს "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის თანაშემწედ 1999 წ. სტუ-ს ელექტრო ენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის საქმეთა მმართველად; 1999-2006 წწ. სს "საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის" გენერალური დირექტორის მრჩევლად, მთავარ სპეციალისტად; 2006-2022 წწ. სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტის აუდიტორად; 2022 წლიდან სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კომერციის და ელექტროენერგიის აღრიცხვის დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტად და იმავე წლიდან მუშაობს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულია 20-მდე საინჟინრო-სამეცნიერო ტექნიკური ნაშრომი საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესსა და ფორუმებში; შესრულებული საინჟინრო სამეცნიერო-ტექნიკური ნაშრომები ძირითადად ეხება საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში შესრულებული სამუშაოების სახელმწიფო ელექტროსისტემაში მუდმივი დენით ენერგიის მოკლე და შორ მანძილზე გადაცემის და არატრადიციული, განახლებადი ჰიბრიდული ენერგიების ელექტრომაგნიტური ენერგიაში გარდაქმნისა და ქსელთან მიერთების ტექნოლოგიების დამუშავების გლობალურ საკითხებს. პროფესორ გივი კოხრეიძის შვილი. ელექტრო ინჟინერი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი (2023-)

გააზიარე: