შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა მიქაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ზოოვეტერინალური ინსტიტუტი ზოოინჟინრის სპეციალობით. 15 წლის ასაკში საკავშირო "იუნიორთა" ნაკრების წევრი გახდა. თბილისის დინამოს სათადარიგო გუნდში ჩარიცხეს. 1976 წელს გარკვეული პერიოდი "დინამოს" ღირსებას იცავდა. დაჯილდოებული იყო სიგელებითა და თასებით საკავშირო და საქართველოს სპორტკომიტეტების მიერ. პაატა მიქაბერიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლის ივნისიდან მსახურობდა. ჩარიცხული იყო განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ქვეითთა საბრძოლო მანქანების ოცეულის მეთაურად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა გაგრაში, სადაც ტყვედ აიყვანეს. დაჭრილი პაატა იჯდა გუდაუთის ტყვეთა ბანაკში, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ისევ დაბრუნდა ბატალიონში და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში განაგრძო სამსახური. გარდაიცვალა აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მიღებული ჭრილობების და ტრავმების გამო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.314-315 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |