შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ძებისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლამისყანა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1967 წელს; 1973 წლიდან სწავლობდა მოსკოვის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა მუშად, უფროს მუშად, უფროს ლაბორანტად, მეტყევე ტექნიკოსად ამიერკავკასიის ტყეთმომწყობ საწარმოში; 1967 წლიდან სატყეოს უფროსად, მთავარ მეტყევედ, უფროს ინჟინრად, ინჟინერ-ტაქსატორად, როგორც საქართველოში, ასევე სსრკ სატყეო მეურნეობის სისტემის სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში; ქ. მოსკოვის საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" სამეცნიერო ნაწილში უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1978-1993წწ. თბილისის ტყის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ კი დააწინაურეს განყოფილების გამგედ; 1993 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე, მუშაობდა დახურულ სააქციო-სამეცნიერო საზოგადოება "ქართასში" გენერალურ დირექტორად; შეთავსებით მუშაობდა წამყვან მეცნიერ მუშაკად ჯერ საკავშირო სატყეო ქიმიზაციის ინსტიტუტში, შემდეგ კი საკავშირო სატყეო მეურნეობის და მექანიზაციის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 65-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |