The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრამ მამისთვალოვი

აბრამ მამისთვალოვი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 2005  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბათ-იამი, ისრაელი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

უგამოცდოთ ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე 1938 წელს, თუმცა ომის დაწყების გამო სწავლა ვერ დაასრულა.

1938 წლიდან დაიწყო ლექსების გამოქვეყნება. 1945-1977წწ. მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა ოსეთის" რედაქციაში. 1974 წლის იანვრიდან საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც რედაქტორობდა ქართულენოვან ჟურნალ-გაზეთებს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ და ებრაულ ენებზე. 1983 წლიდან რედაქტორობდა თავისივე დაარსებულ (სხვებთან ერთად) გამომცემლობა "შუქურას", რომლის მთავარი მიზანი ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის წმ. წიგნების გამოცემა იყო. 1988-1989წწ. მისი რედაქტორობით ქართულ ენაზე 5 ტომად გამოიცა ხუმაში (თორას ხუთწიგნეული), რომლის ერთ-ერთი მთარგმნელი თავადვე იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.495; აბრამ მამისთვალოვი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 25 ნოემბერი. - N273 (5306). - 8გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: